ნაადრევი ეაკულაცია
ნაადრევი ეაკულაცია არის ეაკულაცია, ( გათავება) რომელიც ძალიან ადრე ხდება, პენეტრაციის დაწყებამდე, პენეტრაციის მომენტში ან პენეტრაციის შემდეგ მალევე.
-
ყველაზე ხშირად მიზეზი შეიძლება იყოს ნერვიულობა, ფსიქოლოგიური სტრესი, ცხოვრების წესი ან პენისის თავის მაღალი მგრძნობელობა;
- ნაადრევი ეაკულაცია ყველაზე უფრო გავრცელებულ სექსუალურ დისფუნქციას წარმოადგენს მამაკაცებს შორის.
თითქმის ყველა მამაკაცს აქვს გამოცდილი ნაადრევი ეაკულაცია ცხოვრებაში ერთხელ მაიც, მის სექსუალურ ცხოვრებაში. ნაადრევი ეაკულაცია არ ნიშნავს, რომ იგი ხდება მანამ, სანამ მამაკაცს ამის სურვილი გაუჩნდება. ნაადრევი ეაკულაცია გულისხმობს ეაკულაციას, რომელიც ძალიან სწრაფად, ხშირად ერთ ან ორ წუთში ხდება.
ბევრ ექსპერტს სჯერა, რომ ნაადრევი ეაკულაცია თითქმის ყოველთვის დაკავშირებულია ნერვიულობასთან ან სხვა ფსიქოლოგიურ ფაქტორებთან. სხვებს მიაჩნიათ, რომ მიზეზი შეიძლება იყოს პენისის არაბუნებრივად მაღალი მგრძნობელობა.
როდესაც მამაკაცს უფრო იშვიათად აქვს სექსუალური ურთიერთობები, ვიდრე ეს მას სურს, პრობლემა ღრმავდება, მამაკაცები უფრო მგრძნობიარენი ხდებიან.
ნაადრევი ეაკულაციის მიზეზი იშვიათად შეიძლება იყოს დაავადებაც, მაგალითად, პროსტატის ჯირკვლის ანთება ან დარღვევები ნერვულ სისტემაში.
ნაადრევმა ეაკულაციამ შეიძლება მამაკაცი და მისი პარტნიორი გაანერვიულოს. როცა მამაკაცს ნაადრევად ეწყება ეაკულაცია, პარტნიორი რჩება სექსუალურად დაუკმაყოფილებელი და ნაწყენი.
ნაადრევი ეაკულაციის კლასიფიკაცია
ნაადრევი აეაკულაცია იყოფა ორძირითად კატეგორიად. პირველადი და მეორადი ხარისხის პრობლემა. პირველადი გულისხმობს თანდაყოლილს ხოლო მეორადი შეძენილს.
- თანდაყოლილი ნაადრევი ეაკულაცია ვითარდება პირველი სექსუალური აქტის თანავე და პრობლემა რჩება სიცოცხლის ბოლომდე. (ეაკულაცია ცდება პენეტრაციამდე ან ერთ-ორ წუთშივე).
- შეძენილი ანუ მეორადი ხარისხის პრობლემა ხასიათდება, პერიოდულად ნაადრევი ეაკულაციით.ამ შემთხვევაში ეაკულაცია ხანმოკლეა მაგრამ არა ისე ხანმოკლე, როგორც პირველადის შემთხვევაში.
მოდიფიკაციებით თერაპია
ქცევის მოდიფიკაციებით თერაპია შეიძლება დაეხმაროს მამაკაცების უმრავლესობას, გადალახონ ნაადრევი ეაკულაციის პრობლემა. ფსიქიატრი ეხმარება მამაკაცს, გახდეს უფრო თავდაჯერებული, უხსნის მას, თუ რატომ ხდება ნაადრევი ეაკულაცია, და ასწავლის ეაკულაციის შენელების სტრატეგიებს.
ასევე თერაპიის პარალელურად შესაძლებელია STUD 100 გამოყენება, რომელიც მოგცემთ მომენტალურ ეფექტს, პენისის თავზე ხდება STUD 100– ის მისხმაა 2 წუთით ადრე სანამ დაიწყებთ აქტს.
STUD 100 არის ბრიტანული წარმოების სპრეი, რომელიც პირველივე გამოყენებისას გაძლევთ შედეგს.
STUD100 – სექსის გახანგრძლივების საშუალება
სხვა მეთოდები
სხვა მეთოდები, რომლებიც ეხმარება მამაკაცს ეაკულაციის შენელებაში, მოიცავს მედიკამენტოზურ მკურნალობას (სელექციური სეროტონინის ინჰიბიტორები, როგორებიცაა ფლუოქსეტინი, პაროქსეტინი ან სერტრალინი), პენისზე საანესთეზიო საშუალებების აპლიკაციას და, ასევე, კონდომის გამოყენებას, რომელიც ამცირებს პენისის მგრძნობელობას. ზოგჯერ მედიკამენტებით და ქცევის მოდიფიცირებით მკურნალობის კომბინირებული გამოყენება მამაკაცს აძლევს შესაძლებლობას, შეანელოს ეაკულაცია უფრო ხანგრძლივად, ვიდრე ამას შეძლებდა მკურნალობის აღნიშნული მეთოდებიდან ერთ-ერთის გამოყენების შედეგად. როცა ნაადრევი ეაკულაცია გამოწვეულია უფრო სერიოზული ფსიქოლოგიური პრობლემებით, მამაკაცისათვის დახმარების გაწევა ფსიქოთერაპიით შეიძლება.