ონლაინ მაღაზიით სარგებლობისათვის აუცილებლია გაეცნოთ და ყოველი შეკვეთის წინ დაეთანხმოთ საიტის წესებს და პირობებს. რაც გულისხმობს, რომ თქვენ აცხადებთ თანხმობას წინამდებარე წესების სრულად და უპირობოდ დაცვაზე. აღნიშნული წესები ხდება თქვენსა და კომპანიას შორის ურთიერთობის ფარგლებში სავალდებულოდ გათვალისწინებული და ენიჭება საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული იურიდიული მნიშვნელობა.
თქვენი მონაცემების დამუშავების შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ აქ.
შეძენილი ნივთის შეცვლის ან დაბრუნების შესახებ ინფორმაცია იხილეთ აქ.
მომხმარებელი – ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც იყენებს საიტის ფუნქციებს, რაც მოიცავს საიტზე პროდუქციის განთავსებას, ძიებას და შეძენას.
მყიდველი – ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც ახორციელებს პროდუქციის შეძენას საიტის მეშვეობით.
განცხადება – საიტზე განთავსებული ინფორმაცია გასაყიდი პროდუქციის (რაც მოიცავს ნებისმიერ მომსახურებას და ნივთს) შესახებ.
პროდუქცია – საიტის მეშვეობით გასაყიდად შეთავაზებული ნებისმიერი მომსახურება ან ნივთი.
ზოგადიპირობები
მომხმარებლის მიერ საიტზე შესვლა (ავტორიზაცია / რეგისტრაცია) და საიტიდან ინფორმაციის მიღება ან მომსახურების გამოყენება გულისხმობს იმას, რომ მომხმარებელი თანახმაა დაიცვას წინამდებარე მოხმარების წესებით დადგენილი პირობები და ასევე კონკრეტული პროდუქციის შესაბამის აღწერაში მითითებული წესები.
საიტით მომსახურება განკუთვნილია მხოლოდ იმ მომხმარებლებისთვის, რომელთაც რომელიმე მოქმედი იურისდიქციის კანონმდებლობით არ ეკრძალებათ ან ეზღუდებათ მომსახურების მიღება ინტერნეტით. მმართველი კომპანია არ აპირებს მომხმარებლებს დაარღვევინოს ნებისმიერი მოქმედი კანონი. საიტის მოხმარებით მომხმარებლები თანხმობას იძლევიან, რომ მათ მიერ მომსახურების გამოყენება შესაბამისობაშია ყველა მოქმედი კანონმდებლობის, რეგულაციის და დებულების, მათ შორის საგადასახადო, წესებთან. მმართველი კომპანია პასუხს არ აგებს მომხმარებლის მიერ მომსახურების უკანონო ან არაავტორიზებულ გამოყენებაზე. მომხმარებელი პასუხისმგებელია გადაამოწმოს მისი იურისდიქციის შესაბამისი კანონმდებლობა საიტზე დარეგისტრირებამდე და მომსახურების მიღებამდე.
საიტი უფლებამოსილია, მომხმარებლების წინასწარი თანხმობის გარეშე, შეიტანოს ცვლილებები მოხმარების პირობებსა და წესებში. ცვლილებების შეტანის შემთხვევაში, მმართველი კომპანია განაახლებს წინამდებარე წესებს და შეცვლის ბოლო განახლების თარიღს. მოდიფიცირებული წესები ძალაში შედის საიტზე გამოქვეყნების შემდეგ. მომხმარებელი პასუხისმგებელია პერიოდულად ეწვიოს საიტს და ცვლილების შემთხვევაში გაეცნოს მოხმარების პირობებსა და წესებს. წესებში ცვლილებების შეტანის შემდეგ საიტით სარგებლობის გაგრძელება/სარგებლობა ნიშნავს, რომ მომხმარებელი დაეთანხმა ცვლილებებს.
საიტით სარგებლობისას მომხმარებელი თანხმობას აცხადებს, რომ საიტს აქვს უფლება დაამუშავოს მომხმარებლის პერსონალური ინფორმაცია პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკის შესაბამისად.
მომხმარებელს არ აქვს უფლება მესამე პირს გაანდოს საკუთარი ანგარიშის სახელი და პაროლი. ამგვარი ინფორმაციის გავრცელების თაობაზე ნებისმიერი ეჭვის არსებობის შემთხვევაში მომხმარებელი ვალდებულია შეცვალოს პაროლი. კომპიუტერსა და ნებისმიერ სხვა აპარატზე და ინტერნეტზე წვდომის ლოკაციაზე ანგარიშის სახელისა და პაროლის უსაფრთხოებაზე, ასევე მომხმარებლის სახელის კომბინაციის, რაიმე ვირუსის ან ვირუსული პროგრამის საფუძველზე, „გატეხვაზე“ და ნებისმიერ დანაკარგზე პასუხისმგებლობა ეკისრება მომხმარებელს. მომხმარებელი ვალდებულია დაუყოვნებლივ განუცხადოს მმართველ კომპანიას ანგარიშის ნებისმიერი შესაძლო გატეხვის მცდელობაზე ან უსაფრთხოების დარღვევაზე.
მომხმარებელმა არავითარ შემთხვევაში არ უნდა გამოიყენოს საიტი იმგვარად, რაც ხელყოფს საიტის მფლობელის ან ნებისმიერი მესამე მხარის მფლობელობაში არსებული ინტელექტუალური საკუთრების უფლებებს. ვებ-გვერდის კონტენტის ნებისმიერი რეპროდუქცია, განცხადება, გავრცელება ან ხელახლა გავრცელება, სრულად ან ნაწილობრივ, ნებისმიერი საშუალებით (მათ შორის, ქეშირება, შექმნა), გაყიდვა, გადაყიდვა, განმეორებითი გადაცემა ან მესამე მხარეებისთვის ხელმისაწვდომობა აკრძალულია. იმ შემთხვევაში, თუკი შესაძლებელია მომსახურების ფარგლებში რაიმე მასალის გადმოწერა ან ბეჭდვა, მაშინ ასეთი მასალის გადმოწერა შესაძლებელია მხოლოდ ერთ აპარატზე (და შესაძლებელია წერილობით ფორმაში ბეჭდვა) და მხოლოდ მომხმარებლის პერსონალური, არაკომერციული გამოყენებისთვის.
ინტეგრირებული მომსახურების (როგორიცა მაგ. განვადება, სესხის დამტკიცება და ა.შ) მომწოდებლების პირობები ავსებს წინამდებარე პირობებს მანამ, სანამ ისინი არ ეწინააღმდეგებიან წინამდებარე პირობებს. ნებისმიერი ასეთი ინტეგრირებული მომსახურების გამოყენებით, მომხმარებელი ეთანხმება და პასუხისმგებელია ასეთი პირობების დაცვაზე. წინამდებარე მომსახურების პირობებსა და ნებისმიერი სხვა ინტეგრირებული მომსახურების პირობებს შორის შეუსაბამობის შემთხვევაში, წინამდებარე პირობებს მიენიჭება უპირატესობა მმართველ კომპანიასა და მომხმარებელს შორის ნებისმიერი სამართლებრივი ურთიერთობისას.
საიტისმფლობელიკომპანიისუფლებებიდამოვალეობები
საიტის ადმინისტრაცია უზრუნველყოფს, თითოეული განცხადების შინაარსის გათვალისწინებით, განცხადების შესაბამის კატეგორიაში განთავსებას.
საიტის ადმინისტრაცია არ იძლევა გარანტიას და პასუხს არ აგებს საიტზე განთავსებულ განცხადებაში მითითებული პროდუქციის უფლებრივ/ნივთობრივ ნაკლზე, ხარისხზე, უსაფრთხოებაზე და აღწერაში მითითებულ ინფორმაციასთან შესაბამისობაზე/სიზუსტეზე.
წინამდებარე ვებ გვერდის მოხმარების წესებისა და პირობების დარღვევის შემთხვევაში მმართველი კომპანია უფლებამოსილია წაშალოს შესაბამისი ან ყველა განცხადება და დაბლოკოს დამრღვევი მომხმარებლის IP მისამართი. მომხმარებლისთვის საიტზე წვდომის შეზღუდვისას მმართველი კომპანია/საიტის ადმინისტრაცია უფლებამოსილია მომხმარებელს არ დაუბრუნოს ანგარიშზე არსებული ვირტუალური ბალანსის შესაბამისი თანხა. ანგარიშზე არსებული ვირტუალური ბალანსის შესაბამისი თანხა მომხმარებელს ასევე არ უბრუნდება, თუ მომხმარებელი ნებაყოფლობით გააუქმებს რეგისტრაციას. ამ უკანასკნელ შემთხვევაში, მომხმარებელი თავადაა პასუხისმგებელი რეგისტრაციის ნებაყოფლობით გაუქმებამდე გახარჯოს გამოუყენებელი ბალანსი. წინამდებარე წესებზე დათანხმებით მომხმარებელი უარს აცხადებს მმართველი კომპანიისადმი მომავალში აღნიშნულთან დაკავშირებით პრეტენზიების გამოთქმაზე, ნებისმიერ მოქმედ კანონზე დაყრდნობით.
რეგისტრაციის/საიტზეავტორიზაციისწესები
მომხმარებელი რეგისტრაციას გაივლის საიტზე რეგისტრაციის გვერდზე მითითებული წესების დაცვით.
რეგისტრაციის გამარტივების მიზნებისთვის, საიტი იძლევა შესაძლებლობას, რომ მომხმარებელმა საიტზე ავტორიზაცია გაიაროს საბანკო ანგარიშის/საბანკო ბარათის მეშვეობით.
მომხმარებელი ვალდებულია რეგისტრაციისას მიუთითოს რეალური მონაცემები. რეგისტრაციისას სხვა პირის მონაცემების მითითება აკრძალულია. ასეთი შემთხვევის არსებობისას, მმართველი კომპანია უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის სახელმწიფო ორგანოებს.
არასრულწლოვანიპირები
ვებგვერდის სერვისები არ არის შექმნილი ან გამიზნული 18 წლამდე ასაკის პირებისთვის, პირებისთვის, რომელთაც რომელიმე იურისდიქციით სერვისების გამოყენებასთან დაკავშირებით არ მიუღწევიათ კანონიერი თანხმობის ასაკამდე („კანონითსრულწლოვანი“). თუ თქვენ არ ხართ კანონით სრულწლოვანი პირი, თქვენ არ გაქვთ უფლება ჩამოტვირთოთ ან ისარგებლოთ სერვისებით ან მოგვაწოდოთ პერსონალური ინფორმაცია.
ჩვენ ვიტოვებთ უფლებას ვიქონიოთ წვდომა და შევამოწმოთ თქვენგან მიღებული ნებისმიერი პერსონალური ინფორმაცია. იმ შემთხვევაში, თუ ჩვენთვის გახდება ცნობილი, რომ ინფორმაციის გაზიარება მოხდა მომხმარებლის მიერ, რომელსაც არ მიუღწევია სრულწლოვანების ასაკამდე, ჩვენ უფლება გვაქვს არ გავითვალისწინოთ ეს ინფორმაცია. თუ თქვენ გაქვთ მიზეზი ივარაუდოთ, რომ ჩვენთვის ინფორმაციის გაზიარება მოხდა არასრულწლოვანი პირის მიერ, გთხოვთ, გვაცნობოთ ამის შესახებ.
სხვაპირობები
საიტის მეშვეობით პროდუქციის შესყიდვასთან დაკავშირებული ნებისმიერი სხვა პირობა (მათ შორის მიტანის / გარანტიის პირობები (ასეთის არსებობისას) მითითებული იქნება პროდუქციის წესების/სრული აღწერის გვერდზე და სავალდებულო იქნება წინამდებარე პირობებთან ერთად როგორც გამყიდველისთვის, ასევე მყიდველისთვის.