სასქესო ორგანოების ინფექციები არის დაავადება, რომელიც გადაეცემა დაუცველი სქესობრივი კავშირის დროს, როგორც ქალებში ასევე კაცებში.
უნდა აღინიშნოს, რომ სასქესო ორგანოების დაავადებებს მხოლოდ სექსუალური კავშირი არ იწვეს, ეს შეიძლება მოხდეს, ზღვიდან, საყოფაცხოვრებო და ჰიგიენური ნივთებიდა და ასევე მშობიარობის ან მუცლის მოშლის დროს.
პათოგენები, რომლებიც იწვევს სასქესო ორგანოების ინფექციებს, ძალიან მრავალფეროვანია, თუმცა, ზოგიერთ მათგანს გააჩნია კლინიკური საერთო მახასიათებლები. ეს თვისებები საშუალებას იძლევა, რომ ზუსტად დადგინდეს რა გამომწვევი გარემოებებისგან გაჩნდა. როდესაც მიზეზი სქესობრივი კონტაქტია, ინკუბაციური პერიოდი ამ დაავადებებისა გრძელდება რამდენიმე დღიდან ორ-სამ თვემდე. ამ პერიოდში, როგორც წესი, დაავადება არანაირად არ ვლინდება.
საინკუბაციო პერიოდის დასრულების შემდეგ, მამაკაცებს ეწყებათ წვისა და ტკივილის შეგრძნება, შარდვის დროს, ასევე გამონადენი ურეთრიდან. ქალებშიც ვლინდება იგივე სიმპტომები. თუ პაციენტები არ ამახვილებენ ყურადღებას პირველ სიგნალზე, დროთა განმავლობაში ისინი სუსტდებიან, შესაძლებელია გაქრეს კიდეც, თუმცა ეს არ ნიშნავს გამოჯანმრთელებას. სასქესო ინფექციები თავისით არ ალაგდება, მათ სჭირდება მედიკამენტოზური მკურნალობა.
თუ დროულად არ იქნება რეაგირება, დროთა განმავლობასი დაავადება მძიმდება და ხდება გადამტანი გარშემომყოფებისათვის. ამასთანავე არა მხოლოდ სქესობრივი პარტნიორისათვის. დახმარება შეუძლია მხოლოდ გამოცდილ ექიმთან დროულ მისვლას, რომელიც გაარკვევს ზუსტად რომელი დაავადებით იტანჯება პაციენტი და დანიშნავს სწორ მკურნალობას.
თუ კვალიფიციური მკურნალობა არ იქნა ჩატარებული დროულად მოსალოდნელია სხვადასხვა გართულებები. მამაკაცები რისკავენ პროსტატის გამომუშავებით და ანთებით, რომელიც მოიცავს მეზობელ ორგანოებს. ქალების შემთხვევაში ჩნდება მენჯის ანთება, ვაგინალური დისბაქტერიოზი. რის შედეგადაც შესაძლებელია როგორც ქალები ასევე მამაკაცები გახდნენ უნაყოფონი.
იმისათვის, რომ თავიდან აიცილოთ ყველა ეს პრობლემა, თავი უნდა შეიკავოთ ყოველგვარი შემთხვევითი ურთიერთობისგან. გამოიყენოთ პრეზერვატივი და დაუყოვნებლივ მიმართოთ ექიმს დაავადების პატარა ნიშნებზევე.
სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების თავიდან აცილებისთვის საუკეთესოა ერთგული და მუდმივი პარტნიორი.